2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ ყველაფერს რაჭისა და რაჭველების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ რაჭის გეოგრაფიულ მდებარეობას, დაგეგმავენ საექსკურსიო მარშუტს,მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილს.გამოიკვლევენ სამკურნალო თვისებებს,მინერალური წყლების,ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას, ფლორას, ფაუნას, რაჭველების ადათ-წესებს, კულტურას. მოიძიებენ ღირსშესანიშნაობებს, ძეგლებს, ეკლესიებს, გადაიღებენ სურათებს. შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. გაეცნობიან რაჭის დღესასწაულებს, ფოლკლორს, სამზარეულოს, ენა/დიალექტს. შეაგროვებენ ინფორმაციას იმ ადგილის მოსახლეობის რაოდენობისა და მიგრაციის შესახებ. გამოიკლვევენ სად უფრო მეტი დამსვენებელი ჩადის (რომელ სოფელში).
განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი
და უფრო ჭეშმარიტი წარმოდგენა შეექმნებათ რაჭაზე, მის სამკურნალო რესურსებზე. მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას და განათავსებენ თავიანთ პროექტებს ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი: 10-11
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა
და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შთაბეჭდილებების გაზიარება, ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება, გამოფენის მოწყობა, ინტერვიუს აღება იქაური მაცხოვრებლებისაგან. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაახლოებას, ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ სირთულეების გადალახვას და დამოუკიდებელ მუშაობას.
7. მოსალოდნელი შეედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ რაჭაზე, შექმნიან ფოტოალბომს, ჩანახატებს, ბლოგს შექმნილი მასალების მიხედვით, შეადარებენ ტრადიციებს, აიღებენ ინტერვიუს, გააკეთებენ ვიდეო-ფილმს.
8. სარგებელი სხვებისთვის: სარგებელი სხვებისთვის: რაჭის ნახვა, მისი შესწავლა, მოძიებული მასალის დემოსტრირება, ტურიზმის განვითარება, რაჭველების ყოფაცხოვრების შესწავლა. მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციებს რა
ჭის ისტორიის, გეოგრაფიის, ფოლკლორის შესახებ. გაეცნობიან რაჭის კურორტებს, ძეგლებს, ეკლესიებს, ღირსშესანიშნაობებს და კულტურას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული: წაიკითხავენ და გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს და ისწავლიან ამ
შესანიშნავი კუთხის თვითმყოფადობას.
ბუნება: გაეცნობიან კურორტის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ხელოვნება: გაიღრმავებენ მხარის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, დემოგრაფიულ, სამეურნეო მნიშვნელობას. მოიძიებენ და შეისწავლიან სანდო ისტორიულ წყაროებს.
12. პროექტის ფასილიტატორი: ლალი კაპანაძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lali.kapanadzee@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: lalikapanadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment